ჭიათურაში არსებულ პრობლემებს ახალგაზრდები
მდუმარე აქციით აპროტესტებენ.
პრობლემათა ჩამონათვალში მოხვდა 11
საბაგირო, რომელიც 2019 წლის შემდეგ აღარ მუშაობს, ასევე, ჭიათურის
რამდენიმე სოფელი, სადაც კერძო კომპანიები ღია წესით მოიპოვებენ
მადანს, რის გამოც გადათხრილია სოფლები.
აქციის
მონაწილეთა თქმით, 1200 ჰექტარს აღემატება იმ ტერიტორიის ფართობი,
სადაც მადნის ამოღება ხდება, კომპანიები კი მიწების რეკულტივაციის
ვალდებელებას აღარ იღებენ, რაც სამუშაოების დასრულების შემდეგ მიწის
გადასწორებას გულისხმობს.
"ის, რაც ხდება ჭიათურაში, არის ჩვენი
შესაცვლელი და ამას არავინ არ გააკეთებს ჩვენს გარდა. ჩვენი აქციის
სახელწოდება "ნუ მოკლავ ჭიათურას" სწორედ იმას ეხმიანება, რომ ამ
უმოქმედობით ჩვენი ქალაქი კვდება",- ამბობს აქციის ერთ-ერთი
ორგანიზატორი, ნოდარ ჩაჩანიძე.
მდუმარე აქცია "მმართველობის მონიტორინგის ცენტრისა" და "მომავლის
ჭიათურის" მიერ არის ორგანიზებული.
მასალის გამოყენების პირობები