ტყიბულის შახტში დირექტორის კაბინეტში
ინცინდენტი მოხდა.
ერთ-ერთმა მეშახტემ ამირან ბოჭორიშვილმა ვენები
გადაიჭრა. Როგორც ადგილზე დასაქმებულები აცხადებენ, ბოჭორიშვილი მისი
ჯანმრთელობის შესახებ გაცემულ სამედიცინო დასკვნას არ ეთანხმება,
სადაც წერია, რომ მას ქრონიკული ბრონქიტი აქვს.
ექიმის დასკვნის გამო ბოჭორიშვილი
ადმინისტრაციამ შახტიდან ე.წ. Ზედაპირული კომპლექსის სამუშაოებზე
გადაიყვანა, სადაც აქამდე არსებული ხელფასის მხოლოდ ნახევარია
გთვალისწინებული. Ამის გამო მეშახტე სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს
აცხადებს.
"რამდენიმე კვირის წინ იყო შემოწმებაზე და ცნობა
მოვიდა, სადაც უწერია ქრონიკული ბრონქიტი. ამის გამო ზემოთ ამოიყვანეს
და გარე სამუშაოებზე გადაიყვანეს, თუმცა, იქ დაახლოებით 50%-ით
ნაკლები ექნება ხელფასი. გუშინ ჯერ კიდევ ვიცოდით, რომ შეთანხმდნენ და
დღეს რა მოხდა, არ ვიცი. Მეც ვნახე ცნობა და დირექციაც ამბობს, რომ ამ
დასკვნით არ შეიძლება მისი შახტში მუშაობა", - ამბობს ტყიბულის შახტის
პროფკავშირების თავმჯდომარე, გაგა ისაკაძე.
მისი თქმით, ამირან ბოჭორიშვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია.
ქუთაისიპოსტი ცდილობს შახტის
ადმინისტრაციასთან და ამირან ბოჭორიშვილთან
დაკავშირებას.
მასალის გამოყენების პირობები