ახალი ამბები
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია დაანონსდა
FaceBook
ხვალ, 22 ივლისს 14:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობლობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.


"2020 წლის 5 ივლისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნამოხვანში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა მოითხოვეს, სამუშაოების შეწყვეტა და ტექნიკის გაყვანა ორი კვირის ვადაში. მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცა დეველოპერ კომპანია "ენკა რინიუებლზს" წინააღმდეგ შემთხვევაში დაანონსდა მომდევნო აქცია. მივმართავთ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ქუთაისის მოსახლეობას: გააცნობიერონ ის უდიდესი საფრთხე, რასაც ეს მშენებლობა უქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ქუთაისს, რეგიონს და მთელ ქვეყანას", - განმარტავენ აქციის ორგანიზატორები. 


კასკადის წინააღმდეგ აქციას ორგანიზებას სახალხო გაერთიანება "თემთა ერთობა" და საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" უწევს.


აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქცია აპოლიტიკურია და პოლიტიკურ პარტიებს არ მიეცემათ საშუალება შეხვედრა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ. არ დაიშვებიან ცნობადი პოლიტიკური სახეები და სიმბოლიკა.

საინიციატივო ჯგუფი ხაზგასმით აცხადებს, რომ ნებისმიერი ძალადობრივი მეთოდი მათთვის მიუღებელია და რომ მხოლოდ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების ფარგლებში იმოქმედებენ. 


რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი“ აშენებს. ნამახვანიჰესის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2015 წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.


პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.


პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3000-მდე ადამიანი დასაქმდება.

„თემთა ერთობის“ წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშელებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.


ცხოვრება დატბორვის შიშით - ნახეთ ვიდეო.


ამავე თემაზე:

ცხოვრება დატბორვის შიშით - ნამახვანჰესი, როგორც საფრთხე (ვიდეო)

ტვიშის მოსახლეობა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს

„მამაოსთან მოვიდნენ ხალხის გადასაბირებლად“ - რიონის ხეობის პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ


ნამახვანჰესის რისკები და რიონის ხეობის პროტესტი - მოსახლეობა საბჭოს ტოვებს


ფოტო: ბუნება ჰესების გარეშე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.