ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში გადახურვის დაზიანებაზე პასუხისმგებლობას იხსნის
FaceBook
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათის მონასტერში რეკონსტრუქციის ხარვეზებით შესრულების გამო, სრულ პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას და მუნიციპალური განვითარების ფონდს აკისრებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვრცელ განმარტებაში ნათქვამია, რომ კრამიტის ხარისხი, რომლითაც ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გადაიხურა, არ ყოფილა შეთანხმებული სააგენტოსთან. წერილში განმარტებულია, რომ სააგენტოს ამის შესახებ მხოლოდ სიტყვიერად ეცნობა, პროცესში ჩაურთველობის მიზეზად კი, მცირე ვადები დასახელდა.

"2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით, დადგინდა რომ ახალი მწარმოებლის მიერ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი არ არის გათვალისწინებული კირ-დურაბზე მოწყობილი გადახურვებისათვის. ცნობილია, რომ კრამიტის დამზადებამდე, შემსრულებელმა კომპანიამ ჩაატარა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა, რის საფუძველზეც დამკვეთთან (მგფ) შეთანხმდა კრამიტის კონკრეტული მწარმოებელი და დამზადების ტექნოლოგია.

აღნიშნულ პროცესში სამწუხაროდ ეროვნული სააგენტო არ ყოფილა ჩართული. რეაბილიტაციის პროცესში კრამიტის მწარმოებლის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხოლოდ სიტყვიერად ეცნობა ეროვნულ სააგენტოს. ცვლილების მიზეზად კი დასახელდა პროექტის მოკლე ვადები და აღინიშნა, რომ მწარმოებლის შეცვლის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იქნებოდა მასალის მაღალი ხარისხი".


წერილში ნათქვამია, რომ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს", რომელიც ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გადახურვის სამუშაოებს 2016 წლიდან ახორციელებს, სამუშაოების დროს გამოვლენილ ხარვეზებზე გაფრთხილება უკვე მიეცა და მათი აღმოფხვრა დაევალა. სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წარმოების კრამიტი, რომლითაც ტაძრის სახურავი შეიცვლება, უკვე გადის ექსპერტიზას. ბოლო გაფრთხილება კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ ივლისს მიიღო. პირობების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

რაც შეეხება დაზიანების მასშტაბებს, სააგენტოს ინფორმაციით, კედლის მხატვრობები დაზიანებულია ტაძრის როგორც დასავლეთ, ასევე, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

"გამოვლენილმა ხარვეზებმა ნათლად აჩვენა, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა.

ტაძრის დასავლეთ მკლავზე, სავარაუდოდმ გადახურვასა და კედლის შეპირაპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან გამოწვეული წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები. დასველების შედეგად ნაწილობრივ ჩამოცვივდა XX საუკუნის რესტავრაციისას გაკეთებული ქიმები.
ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერზე, სადაც კონცენტრირებულია დაზიანებული კრამიტები, დაფიქსირდა წყლის შედარებით მცირე რაოდენობის ინფილტრაცია, რის შედეგადაც სეგმენტურად დასველდა ეკვდერში არსებული კედლის მხატვრობის ნაწილი, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა თეთრი ნადები - სავარაუდოდ მარილი"

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მის მიერ გავრცელებულ განმარტებაში ხარვეზების აღმოფხვრაზეც წერს და აცხადებს, რომ პრობლემას საკუთარი სახსრებით შემსრულებელი კომპანია სრულად აღმოფხვრის.


რა მდგომარეობაშია გელათში წვიმისგან დაზიანებული ფრესკები, ნახეთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.