"წყალს ვყიდულობთ" - კვახჭირის მოსახლეობის საპროტესტო აქცია (ვიდეო)
11:19 / 07.07.2020
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მცხოვრებლები წყლის
მიწოდებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია
მოაწყვეს.
კვახჭირში 300-მდე ოჯახი წლის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
პრობლემის მოგვარებით ამდრომდე არავინ
დაინტერესებულა.
"წარმოგიდგენიათ წყალს ვყიდულობთ ხალხო, მილები ჩაყრილია და წყალი
ზოგს მიეწოდება და ზოგს არა. ჭაშიც აღარ არის წყალი. საცოდავ დღეში
ვართ", - ამბობს კვახჭირის მკვიდრი, თამარ ხეცურიანი.
სოფელში წყალგაყვანილობა ორი წინ მოწესრიგდა, დამონტაჟდა მრიცხველები,
თუმცა ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამო მოსახლეობას წყალი
დღემდე არ მიეწოდება.
"მოგვეცით პირობები რომ ვიცხოვროთ. არც წყალი გვაქვს და არც გზა", -
ამბობს ნაილი ყუფარაძე.
მოსახლეობა ამბობს, რომ დღევანდელი საპროტესტო აქციის წინ
მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააშინა, რომ თუკი
აქციაში მონაწილეობას მიიღებდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ.
შეკრებილ მოსახლეობასთან კვახჭირის თემის მაჟორიტარი
დეპუტატი, მირზა აფრიდონიძე და მერის წარმომადგენელი კვახჭირის
ადმინისტრაციულ ერთეულში, როლანდ გამრეკიშვილიც მივიდნენ. ისინი
მოსახლეობის დაშინების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.
რაც შეეხება წყლის პრობლემის მოგვარების საკითხს, ამბობენ, რომ
უახლოეს მომავალში მოგვარდება, თუმცა, კონკრეტულად როდის, ზუსტი
თარიღის თქმა უჭირთ.
"ქსელი დაერთებულია 2013 წელს შესრულებულ მაგისტრალზე, რომელზედაც
ხარვეზები ფიქსირდება. გამტარიანობის გამო მაგისტრალი ვერ
უძლებს წყლის მოწოდებას. დღესდღეობით, ძალიან რთულია ამ სისტემების
მარტივად მოწესრიგება, მაგრამ ჩართულია ხელმძღვანელები და ამ კვირაში
ველოდებით, მაგალითად, გზის მოწესრიგების ტენდერის გამოცხადებას და
მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა არსებული პრობლემა დროულად
მოვაგვაროთ", - ამბობს სოფლის დეპუტატი, მირზა აფრიდონიძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები