ახალი ამბები
აბიტურიენტთა ნაშრომები რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება
FaceBook
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება.
ამის შესახებ გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ნაშრომების გასწორება გამოცდის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება.

"ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება", - განაცხადა გორგოძემ.

ამასთან, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აბიტურიენტთა გულშემატკივრებს შორის დისტანციის დასაცავად ხვალიდან პერსონალის მობილიზება მოხდება.

"გიდასტურებთ, რომ მიუხედავად მოწოდებებისა და თხოვნისა, გულშემატკივრების თავყრილობა მაინც შეინიშნებოდა საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტროლდებოდა, ცოტა რთული იყო ამ სიტუაციის დარეგულირება. ხვალ კიდევ დამატებით ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დისტანცია. მეტი პერსონალი იქნება მობილიზებული, რომ გარე პერიმეტრზე დისტანცია გაკონტროლდეს", - განაცხადა გორგოძემ.

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენას ადა ლიტერატურაში ქონდათ. 

ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, მაგისტრობის 12 600-ზე მეტი კანდიდატი და მასწავლებლობის 12 ათასამდე მსურველი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.