"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინფორმაციო
სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს
წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:
თეონა ხარაბაძე, ჟურნალისტი:
იყავით არამხოლოდ თვითკმარი ბრენდი, არამედ მომავალზე ორინტირებული
სივრცე.
მგონია რომ ჩვენთან ერთად არა ერთი წელი, არამედ უკვე მრავალი წელია
ხართ. ეს პროფესიონალიზმის, გუნდურობისა და საზოგადოებისადმი
პასუხიმგებლობითი დამოკიდებულების შედეგია. გილოცავთ არამხოლოდ
კოლეგებს, არამხოლოდ მეგობრებს არამედ იმათთაც ვინც აფასებს სანდო
ინფორმაციას. იქედან გამომდნარე, რომ მოქალაქე ინფორმაციის მიღებით და
მედია მკითხველთა ხარჯზე იზრდება, გისურვებთ ამ პროცესისთვის ჯანსაღ
გარემოს. იყავით არამხოლოდ თვითკმარი ბრენდი, არამედ მომავალზე
ორინტირებული სივრცე. იყავით ჩვენთვის, მკითხველისთვის, ყოველთვის
ყველაზე სანდო, საინტერესო და საუკეთესო არჩევანი.
მასალის გამოყენების პირობები