ევროკავშირის საბჭო იმ მესამე ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებთანაც
წევრმა სახელმწიფოებმა 1-ელი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა
უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ შესაბამისი განცხადება
დღეს გავრცელდა.
აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხვდნენ : საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი,
კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი
ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე
გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, სია ყოველ 2 კვირაში
განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები