ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერა. ვიზიტის შესახებ უცნობი იყო
მედიისთვის.
ფოტოები მოგვიანებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა
ფესიბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. უნივერსიტეტის
ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მშენებლობის პირველი ეტაპის
დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში, რომელსაც სტუდენტები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო,
სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ე.წ. მუხრანის დასახლებაში,
საუნივერსიტეტო კომპლექსის რამდენიმე კორპუსი თითქმის დასრულებულია,
შენობების ნაწილის ამოყვანა კი ახლა გრძელდება.
60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის
მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრეობდა. პრეზენტაციის დროს
აცხადებდნენ, რომ სასწავლებელი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019 წელს
მიიღებდა.
მოგვიანებით, სამშენებლო პროცსის ვადამ 2020
წლისთვის გადიწია, დაანონსებული 60 000 სტუდენტის ნაცვლად კი, წელს
უნივერსიტეტი მხოლოდ 1000 სტუდენტის მიღებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები