ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის
(COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა
სექტორისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
მათ შორის საუბარია, რეკომენდაციებზე რომლის დაცვაც ტურისტულ
კომპანიებს, ტურ-ოპერატორებსა და გიდებს მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან საქართველო
გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ტურისტული
კომპანიის, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორისთვის ასე გამოიყურება:
-
- ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა
თერმოსქრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის.
თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;
-
- ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა
იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი
წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი
ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;
-
- სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70%
ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;
-
- ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად
შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების
სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა
ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე
დღეში (2 საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის
სადეზინფექციო ხსნარით;
-
- გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური
საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები
უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;
-
- მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად
უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
-
- ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების
დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;
-
- ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით
დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების
სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);
-
- რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
-
- ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ
მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა
განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი
მონიტორინგისთვის;
-
- ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია
დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული
მოთხოვნები.
მასალის გამოყენების პირობები