საქართველოში, ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის
პასუხიმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსი (259-ე მუხლი) და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (104-ე და 172-ე მუხლები)
არეგულირებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
თანახმად, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა,
სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია,
100-დან 500 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ითავლისწინებს. ცვლილებათა
განხორციელებამდე, ამავე ქმედებისთვის სასჯელი შრომის
ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა იყო.
ცვლილებების შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში
გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც იმ მშობელთა პასუხიმგებლობას
ითვალისწინებს, რომელთა მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების,
ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, გამოიხატა
ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობით, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის
დაზიანება, ან მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია. მუხლი 100-დან
300-მდე, განმეორების შემთხვევაში კი 500 ლარიან ჯარიმას
ითვალისწინებს.
შედარებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში უკვე საქართველოს სისხლის
სამართის კოდექსი მოქმედებს. ცხოველის წამების, ან მისდამი სასტიკი
მოპყრობისათვის, რამაც მისი დაღუპვა, ან დასახიჩრება გამოიწვია,
კანონში სასჯელის სახით განსაზღვრულ საზოგადოებისთვის სასარგებლო
შრომას, ან ჯარიმა დაემატა, ან შინაპატიმრობა, ანდა თავისუფლების
აღკვეთა ერთი წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები