ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაზე მასალების გასაჯაროებას ითხოვს
FaceBook
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობას ქუთაისიდან ეხმაურება.

ბრიფინგზე ვაშაძემ ოპოზიციურ ტელევიზია "მთავარ არხსა" და არხის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას სოლიდარობა გამოუცხადა და ხელისუფლებისგან დანაშაულთან დაკავშირებული მასალების სწრაფი გასაჯაროება მოითხოვა. მისი თქმით, საჯაროობა აუცილებელია, რადგან მოსახლეობის ნდობა "ქართული ოცნების" მმართველობის მიმართ ნულია. 

"ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში საქართველო რუსეთის სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა. შესაბამისი უწყებები იმისათვის რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, ოპოზიიციის დევნითა და მიყურადებით არიან დაკავებულნი და უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია. კარგად გვახსოვს როგორ გამოუშვეს ციხიდან "დაეშის" სამხედრო მეთაური აჰმედ ჩატაევი, როგორ შემოუშვეს მერე უკან საქართველოში, როგორ აცხოვრეს თბილისის ცენტრში. "ოცნებისტების" მთავრობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს". 

ვაშაძე, აგრეთვე, მოითხოვს გამოძიებაში საქართველოს მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები ჩართონ. 

მედიაში 15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. იგივე დაადასტურა არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. არსებული ინფორმაციით, ტელეწამყვანის მკვლელობა რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა. ამის მიზეზად გასული წლის ივლისში გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში პუტინის დედის გინება სახელდება. რუსეთის პრეზიდენტის დედის გინების შემდეგ წამყვანს ჩეჩნეთის ლიდერის გარდა, რუსი ბლოგერიც დაემუქრა.

მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სუს-ის კონტრტერორისტული ცენტის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.