ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული
ცენტრის მიერ ორგანიზებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
მიმდინარეობს.
27 სექტემბერს ქართულ-გემანულ ცენტრს 20 წელი შეუსრულდა. საიუბილეო
თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები 8 ოქტომბერს
დაიწყო და 10 ოქტომბერს დასრულდება.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია გერმანიიდან გამოგზავნილი ნივთები,
რომლებიც გერმანიაში"მქსოველ ქალთა საზოგადოების " მიერ არის
გაკეთებული.
"ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს მიულერების ოჯახი, უკვე მეათე
წელია ტარდება საქველმოქმედო გამოფენები, ხოლო ბოლო სამი წელია ამან
მიიღო საქველმოქმედო სახე. გაყიდული ნივთების შედეგად შემოსული
თანხით 250- მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარებით პროდუქტებით
და სხვადასხვა საჩუქრებით "- ამბობს ქართულ-გერმანული ცენტრის
ხელმძღვანელი ნანა მეგრელიშვილი.
გამოფენაზე წარმოდგენილია პლედები, ბავშვის ტანსაცმელი, ქუდები,
წინდები, სათამაშოები და სხვადასხვა შალის ნივთები. საქველმოქმედო
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს დღეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 17 საათამდე შეუძლია.
ქართულ გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ
ღონისძიებებს 10 ოქტომბერს, ლადო მესხიშვილის თეატრში საიბილეო
საღამო დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები