ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა,
დიმიტრი მხეიძემ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს
პარლამენტში გამოსვლისას უთხრა, რომ მის წინაშე ქედს
იხრის.
მან ქართულ ჯარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ
საჭიროა მისი მეტად პოპულარიზაცია, რაც სკოლებიდანვე უნდა
დაიწყოს.
"ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ჯარის წინაშე. ეს
არის გულიდან ამოსული სიტყვები, ეს არის ჩემში. მე მინდა, რომ ასე
აზროვნებდეს ჩვენი მომავალი თაობა. სკოლებში, ბაღებში, ოჯახებიდანვე
უნდა გავზარდოთ ჯარისკაცებად ჩვენი ქართველები. ბევრი სექტა და
ორგანიზაცია დაარსდა, რომლებიც რატომღაც ეწინააღმდეგებიან ჯარში
წასვლას და ახალისებენ ამას. თქვენ ისეთი პიროვნება ბრძანდებით, რომ
დარწმუნებული ვარ, გადადგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ამ პრობლემას
გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ სკოლაში, თუ
ახალგაზრდებს თავიდანვე არ შევუწყვეთ ხელი განვითარებაში, გაზრდილ ხეს
ვერაფერს უზამ, როდესაც იზრდება, მაშინ უნდა შევუწყოთ ხელი. ჩათვალეთ,
რომ ეს არის ჩემი, ქუთაისელების, მთელი საქართველოს აზრი. მე ბევრ
ადამიანს შევხვდი ჩემთან ქალაქშიც, სხვათაშორის, შევხვდი სკოლებში
ახალგაზრდებს, ბავშვებს და ყველას მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად
გავაქტიურდეთ ჩვენი ჯარის პოპულარიზაციის მიმართულებით", - განაცხადა
დიმიტრი მხეიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 12 ივნისს "მინისტრის საათის"
ფორმატში წარსდგა.
მასალის გამოყენების პირობები