თუ ფრენა სამ სათზე ნაკლები
დროით მოგიწევთ, თვითმფრინავში საკვებისა და სასმელის ყიდვას ვეღარ
შეძლებთ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,
ჯანდაცვის სამინისტრო ბორტზე პროდუქტების გაყიდვის აკრძალვისა და
მომსახურების სერვისის მინიმუმამდე დაყვანის რეკომენდაციას გასცემს.
აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის გამოქვეყნებული
რეგულაციების მიხედვით, საკვებისა და სასმელი პროდუქტების მიწოდება
მიზანშეწონილია მხოლოდ მათი შეფუთვის შემთხვევაში.
უწყება შეზღუდვებს უწესებს მგზავრებსაც. ბორტზე აკრძალულია ნიღბის
გარეშე ყოფნა, ასევე, ადგილის
შეცვლა საკუთარი ნებით. მგზავრები უნდა განლაგდნენ
დისტანციის დაცვით.
საქართველოში ფრენების აღდგენა პირველი ივლისიდან იგეგმება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რომელ
ქვეყნებთან განახლდება ავიამიმოსვლა.
მასალის გამოყენების პირობები