საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა
რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
იმატებს ისეთი პაციენტების რიცხვიც, რომელთა ინფიცირების წყარო
უცნობია. 13 ივნისს, ქვეყნაში კოვიდ19 კიდევ 14 ადამიანს დაუდასტურდა.
მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, 2 სამედიცინო პერსონალი, 5
საკარანტინე სივრციდან არის გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი პაციენტების
ინფიცირების წყარო უცნობია.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. კოვიდ ცენტრებში სულ 136
პაციენტი მკურნალობს.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 851 შემთხვევაა
დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 702 პაციენტი. გარდაიცვალა
13.
მასალის გამოყენების პირობები