პარლამენტმა, პირბადის ტარების
წესის დარღვევის შესახებ, კანონპროექტი დაამტკიცა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, პირბადის ტარება
სავალდებულო ხდება ყველა დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსში. წესის დარღვევის
შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით, ხოლო იურიდიული - 500
ლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტის ავტორის, ანრი ოხანაშვილის
თქმით, რეგულაცია სულ მცირე 15 ივლისამდე
იმოქმედებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9
ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების სულ 843
შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა - 697, გარდაიცვალა - 13.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმატებს ისეთი
პაციენტების რიცხვი, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები