პირველი ივლისიდან, 70
წელს გადაცილებული და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები
გაზრდილ პენსიას მიიღებენ.
პირველი კატეგორიისთვის ასაკობრივი პენსია
30 ლარით გაიზრდება და 250 ლარი გახდება, ასევე, 30 ლარით გაზრდილ
თანხას მიიღებენ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერები,
რომლებსაც ყოველთვიურად 270 ლარი ერიცხებოდათ. ცვლილების შემდეგ
კი, მათი საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით,
მთავრობამ შეიმუშავა მექანიზმი, რომელიც ინფლაციისა და ეკონომიკური
ზრდის მიუხედავად, პენსიის ყოველწლიურად ზრდის გარანტია
იქნება.
''ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის
მექანიზმები, რომელიც ყოველწლიურად ჩვენს პენსიონერებს აძლევს
შესაძლებლობას, რომ პენსია გაეზარდოთ. ნებისმიერი ეკონომიკური
ზრდის ან ინფლაციის შემთხვევაში, თითოეული ჩვენი პენსიონერი
გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ - 25 ლარს", -
განაცხადა პრემიერმა.
პენსიის შესახებ კანონზე გასულ კვირას ისაუბრა
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, პენსიის ზრდა
მთავრობის დისკრეციული უფლება აღარ იქნება და წლიდან წლამდე ამ
საკითხს კანონი დაარეგულირებს.
ამავე თემაზე:
„პენსიის წლიდან წლამდე
ზრდას კანონი დაარეგულირებს“ - ფინანსთა
მინისტრი
მასალის გამოყენების პირობები