10 ივნისს, მდინარე წყალწითელაზე
მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, რა დროსაც 15 წლის ბიჭი
დაიღუპა, დამატებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში წერენ
გარდაცვლილის მეგობრები.
მათი თქმით, მოზარდი მდინარეზე თანატოლებთან ერთად წავიდა,
წყალში საბანაოდ შესულს კი, ქვაზე ფეხი დაუცურდა. მან ცურვა არ იცოდა,
ხოლო, მეგობრებმა მისი გამოყვანა ვერ შეძლეს.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მოზარდები
დასახლებული პუნქტიდან შორს იყვნენ და ადგილზე მისულს 15 წლის ბიჭი
გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევა 10 ივნისს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები