გაფიცულ მეშახტეებსა და კომპანიის
დირექტორს შორის, სამსააათიანი კონულტაციების შემდეგ, მთავარ
მოთხოვნაზე შეთანხმება ვერ შედგა.
მეშახტეებმა ზუსტად არ იციან დაერიცხებათ თუ არა მთავრობის მიერ
შეღავათის სახით ხელფასზე დაწესებული 20%. მათი თქმით, დღის ბოლოს
კომპანიის ხელმძღვანელობასთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება და
საკითხი საბოლოოდ ამის შემდეგ გადაწყდება.
მოლაპარაკების შედგად კი გაირკვა, რომ ტყიბულში
ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური კომისია ჩავა, რომელიც შახტში
არსებულ მდგომარეობას შეისწავლის, თუმცა, მეშახტეები ამბობენ, რომ
ვიდრე დასკვნა არ დაიდება, მუშაობას არ განაახლებენ. გაფიცული
მეშახტეები მთავარ პრობლემად შახტებში უსაფრთხოების ნორმების
არარსებობას ასახელებენ და ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე
საუბრობენ, როცა, მათი თქმით 22 მეშახტე ლიფტში გაიჭედა და ამოსვლას
ვერ ახერხებდა.
კომპანია "coal of georgia"-ს გენერალური
დორექტორი, მიხეილ სოცკი მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობას არ
უკავშირებს და ამბობს, რომ მეშახტეებმა თავად დაარღვიეს უსაფრთხოების
ნორმები. მისი თქმით, თანამშრომლებმა შახტიდან ამოსვლა საათნახევარით
ადრე გადაწყვიტეს და ამის შესახებ არავინ
გაუფრთხილებიათ.
მიხეილ სოცკი ამბობს, რომ ობიექტზე სრული
ტექნიკური გადაიარაღება მოხდება, შახტებში არსებულ ვითარებას კი
ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.
ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის სახელობის
შახტის თანამშრომლები დღეს, 10 ივნისს გაიფიცნენ.
მასალის გამოყენების პირობები