ქუთაისის
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 52 წლის
მამაკაცი შეიყვანეს.
პაციენტს COVID-19 ცხრა ივნისს
დაუდასტურდა. იგი ქუთაისში თბილისიდან
გადმოიყვანეს. ინფექციურ
საავადმყოფოში მკურნალობას სულ ოთხი პაციენტი
აგრძელებს. მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამბობენ, რომ უახლოეს
დღეებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ პაციენტს გაწერენ. მისთვის ტესტის
ჩატარება ხვალ, 11 ივნისს იგეგმება.
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებული სულ ოთხი
პირია, ოთხივე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში
მკურნალობს. კლინიკაში სულ 41 პაციენტი
გამოაჯანმრთელეს. 8
პაციენტი გაეწერა საჩხერის სამედიცნო ცენტრიდან.
10 ივნისის
მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4
-ით გაიზარდა და 822 გახდა. 690 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13
გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები