ახალი ამბები
"ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ"- ფინანსთა მინისტრი ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე
FaceBook
ანტიკრიზისულმა საბჭომ  2020 წლის კორექტირებული  ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბიუჯეტში გამოთავისუფლდება ის თანხები, რომლებიც პანდემიის პირობებში არარელევანტური გახდა. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად შეუმცირდა დაფინანსება სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებას. ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,    57 მილიონი ლარით მცირდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც.

"არ ვთაკილობდით და ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ. ზოგ სფეროში ასი ათასით,  ზოგგან 200 ათასით შევამცირეთ, იმისთვის რომ მაქსიმალურად გამოგვეთავისუფლებინა ის სივრცე,  რომელიც საჭირო არის ამ პანდემიასთან ერთის მხრივ, ბრძოლის ღონისძიებების დასაფინანსებლად და მეორეს მხრივ, პანდემიით მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ... მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ხარჯები, რომლებიც არარელევეანტური გახდა პანდემიის პირობებში,  მაქსიმალურად შეგვემცირებინა, ასევე,  მოგვეზიდა თანხები ჩვენი დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან", -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით,  პანდემიამდე არსებული ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯები მცირდება 199,6 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები  347,5 მლნ ლარით.


Ბიუჯეტი ყველაზე მეტად შეუმცირდათ ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებს.

Ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი შემცირდა 251 მილიონი ლარით

განათლების სამინისტროს - 127 მილიონი ლარით.

თავდაცვის სამინისტროს - 75 მილიონი ლარით.

ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი - 26 მილიონი ლარით.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს -15 მილიონი ლარით

ფინანსთა სამინისტროს - 12 მილინი ლარით

Შსს - 10 მილიონი ლარით.

Პარლამენტი- 4 მილიონი ლარით.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.