საქართველოში, 9 ივნისს კორონავირუსისგან 12
პაციენტი გამოჯანმრთელდა. დაინფიცირდა 6.
სულ ქვეყანაში კოვიდ 19-ის 812
შემთხვევაა დაფიქისრებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 686
პაციენტი, გარდაიცვალა -
13.
კარანტინის რეჟიმშია 2915, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249
პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი
მოქალაქე.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების
დიდი ნაწილი მოიხსნა. 8 ივნისიდან მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო
ტრანსპორტმა. გაიხსნა სასტუმროები, ასევე, დახურული ტიპის რესტორნები
და კაფე ბარები. 15 ივნისიდან აღდგება სარკინიგზო
მიმოსვლა.
მასალის გამოყენების პირობები