დღეიდან, 8 ივნისიდან ვალუტის
გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა განაახლეს.
სხვა დაწესებულებების მსგავსად, მათაც
საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით
მოუწევთ.
ვალუტის მეპატრონეები ვალდებული არიან
თვალსაჩინო ადგილას გამოაკრან ინფორმაცია ვირუსის გავრცელების
პრევენციული ღონისძიებების შესახებ, შენობების შესასვლელთან
განათავსონ დეზობარიერი, თანამშრომლები კი აღჭურვონ ხელთათმანით,
პირბადითა და დამცავი ფარით. დაწესებულებაში 20-ზე მეტი თანამშრომლის
ყოლის შემთხვევაში, სამუშაოს დაწყების წინ უნდა შემოწმდეს
თითოეული მათგანის სხეულის ტემპერატურა.
კორონავირუსის გამო შემოღებული
რეგულაციები, ვალუტის პუნქტების მფლობელებს სხვა შეზღუდვებსაც
უწესებს. კერძოდ, ობიექტში დასაქმებულებს შორის დაცული
უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია. მუშაობის პროცესში კი
სავალდებულო ხდება ე.წ. სანიტარული შესვენება.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს
მთავრობამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა 31 მარტს
შეაჩერა.
დღეიდან, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა,
მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა და დახურული ტიპის
კვების ობიექტებმა.
მასალის გამოყენების პირობები