დღეიდან, 8 ივნისიდან,
რესტორნებმა და დახურული ტიპის კაფეებმა,
ორთვიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა განაახლეს.
კვების ობიექტები მომხმარებლების
მისაღებად ემზადებიან, თუმცა, მუშაობა საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი
რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ.
ყველა კაფე-ბარისა და რესტორნის შესასვლელში უკვე განთავსებულია
წარწერა, რომელიც მომხმარებლებს ამცნობს, რომ პირაბდის გარეშე
ობიექტში არ დაიშვებიან. სტუმრებმა შესასვლელში უნდა გაიარონ
დეზობარიერი, თერმოკრინინგი და ხელები სადეზინფეცქციო ხსნარით
დაიმუშაონ.
კვების ობიექტებში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა
ორმეტრიანი დისტანციის დაცვაა, რამაც რესტორნებისა და კაფე-ბარების
მეპატრონეებს პრობლემები უკვე შეუქმნა. მათ მაგიდების ნაწილის აღება
მოუხდათ.
"თუ ადრე ერთ სივრცეში ხუთი მაგიდა
გვქონდა, დისტანციის დაცვის გამო,
სამამდე შევამცირეთ. ამის გარდა, ხუთკაციან
მაგიდასთან ორი ადამიანის მეტს ვერ
დავსვამთ", - ამბობენ ბარ-რესტორან
"პალატაში".
პირველ მომხმარებელს ელოდებიან კაფეში
"აგერარიში".
"ვემზადებით სტუმრების მისაღებად.
წესები, რომლებიც დაგვიწესდა,
ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ".
დახურული ტიპის კვების ობიექტებისთვის დაწესებული ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით,
სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით. თუ
ამის შესაძლებლობა არ არის, ნებადართულია ხელოვნური ვენტილაციის
გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით,
ცირკულაციითა და გარეთ გატანით.
რაც
შეეხება მენიუს, რეკომენდირებულია, რომ სტუმრებისთვის ბეჭდური
(ერთჯერადი) მენიუ იქნას შეთავაზებული, ხოლო ელექტრონული მენიუს
შეთავაზების შეთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური
დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო
საშუალებები.
მასალის გამოყენების პირობები