8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა
მუშაობა გაზრდილი ფასებით განაახლა.
დღეიდან ქუთაისი-თბილისის მგზავრებს 12 ლარის ნაცვლად 15 ლარის
გადახდა მოუწევთ. მგზავრობაზე გაზრდილი ტარიფები უკვე დააწესეს შპს
"იმერტრანსმა" და ავტოსადგურმა "ოკრიბა".
შპს "იმერტრანსის" დირექტორი ქუთაისიპოსტთან
საუბარში აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდა ქვეყანაში ფასების ზრდით არის
გამოწვეული.
"ყველაფერი გაძვირებულია. ორმაგს იხდიან პროფილაქტიკაში მძღოლები.
ბენზინი კი გაიაფდა, მაგრამ ჩემი მძღოლები იაფიან საწვავს არ
ისხამენ", -ამბობს დიმიტრი მანჯავიძე.
მძღოლების ნაწილისთვის ინფორმაცია ცნობილი არ იყო. მათ ამის შესახებ
დღეს შეიტყვეს.
რაც შეეხება იმერეთის რაიონების მიმართულებებს, მზგავრობის ტარიფი
ჯერჯერობით უცვლელია.
გარდა გაზრდილი ტარიფისა, მგზავრებს ტრანსპორტში
ახალი წესების დაცვა მოუწევთ. გამგზავრებამდე ყველა მგზავრს სიცხეს
გაუზომავენ. აუცილებელია პირბადის ტარება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 28 მარტიდან საქართველოში
ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 29 მაისიდან მუშაობა
განაახლა მხოლოდ შიდა საქალაქო ტრანსპორტმა. ამ დრომდე უცნობია როდის
აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა.
მასალის გამოყენების პირობები