ქუთაისის შემოვლითი გზის 19კმ-იან მონაკვეთზე
სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა ივლისიდან იქნება შესაძლებელი.
გზის მეორე
56კმ-იან მონაკვეთზე კი მოძრაობა 2020 წლის ბოლოს აღდგება. სამუშაოებს
კომპანია "ბლექ სი გრუპი" ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისის შემოვლით გზაზე
სულ ახალი 41.3 კმ-იანი 2-ზოლიანი მონაკვეთი და 12 ხიდი შენდება. ამ
დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობა, ხიდებისა და
გზაგამტარების მშენებლობა, მონტაჟდება საგზაო ნიშნები და გარე
განათება. უკვე შესრულებულია სამუშაოების 63%, რაც 116.5 მილიონ ლარს
შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია და ის
სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მასალის გამოყენების პირობები