იმერეთში კორონავირუსით
ინფიცირებული ორი პაციენტი რჩება. ორივე მკურნალობის კურსს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის.
კლინიკას დღეს დატოვებს მესამე პაციენტი,
რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.
შუახნის მამაკაცს განმეორებითი ტესტი
ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.
იგი კლინიკაში 17 დღე მკურნალობდა. მამაკაცი სატვირთოს მძღოლია და მას
საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.
რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში
დარჩენილ ორ ინფიცირებუს, მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, მეორე
კი საირმის საკარანტინე სივრციდან არის გადმოყვანილი.
საქართველოში კორონავირუსი 808 შემთხვევაა
დაფიქისრებული. გამოჯანმრთელდა 663, გარდაიცვალა 13. კარანტინის
რეჟიმში იმყოფება 3161 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი
მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები