ახალი ამბები
ქუთაისში, ისტორიულ კედელში, სადაც 9 აპრილს სანთლებს ანთებდნენ, კარი გამოჭრეს
FaceBook
ქუთაისში, ისტორიულ კედელზე, სადაც წლების განმავლობაში  9 პარილს დაღუპულთა პატივსაცემად სანთლებს ანთებდნენ, შემდეგ კი იქ დედაენის სტენსილი განთავსდა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა კარი გამოჭრა.
მეტალოპლასტმასის კარი მის ავტოფარეხებს უერთდება, თუმცა, რა მიზნით გაჭრა კედელი, ამაზე არ საუბრობს.  ობიექტის მეპატრონე ნინო ზვიადაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ტერიტორიაზე რემონტს იწყებს, თუმცა, არ ამბობს რისთვის ემზადება.

"არაფერი არ შენდება. არაფერი არ იგეგმება. იქნება მხოლოდ ეს კარი, წინ არ გამოვწევთ არაფერს. რემონტს დავიწყებთ ახლა, გავალამაზებთ. ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან. ზუსტად იმ ზომებშია, რაზეც მოგვცეს ნებართვა. აბა ისე ვინ გაბედავდა ამის გაკეთებას",-ამბობს ნინო ზვიადაძე.



რის გაკეთებას გეგმავს ნინო ზვიადაძე ისტორიულ კედელთან, არ იციან არც მისმა მეზობლებმა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ტერიტორიას ტურისტული მიზნით გამოიყენებენ. ავტოფარეხის მეპატრონეს საერთო ეზოში ცვლილებები არც ამხანაგობასთან შუთანხმებია.

"ეს კედელი მხოლოდ ისტორიული არ არის, მახსოვს 9 აპრილს სანთლებს რონ ანთებდნენ აქ.  არ ვიცი რას აპირებენ, ალბათ, ტურისტული მიზნით გამოიყენებს, მაგრამ
ამას რომ აკეთებდნენ,  ჩვენთვის ხომ უნდა ეკითხათ რაღაც"? - ამბობს ნინო ზვიადაძის ერთ-ერთი მეზობელი.

კედელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია. რატომ გაიცა ისტორიულ კედელში კარის გამოჭრის ნებართვა, ამაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მონპლაზირის ტერიტორიაზე,  ვიდრე 9 აპრილის მემორიალს დადგამდნენ, წლების განმავლობაში მოქალაქეები სანთლებს აღნიშნულ კედელზე ამაგრებდნენ. მოგვიანებით იქ მემორიალი დაიდგა, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ცენტრალურ ბაღში გადაიტანეს. კედელზე კი პროექტის "მოხატე ქალაქი დედაენით''ფარგლებში სტენსილი განთავსდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.