ახალი ამბები
"უპასუხისმგებლო მოქალაქის გამო, ჩვენ არ უნდა დავზარალდეთ" - ორგანიზაციები 500 ლარიან ჯარიმაზე
FaceBook
მთავრობის ახალ კანონპროექტს, რომელიც პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას ითვალისწინებს, ორგანიზაციების ნაწილი უარყოფითად აფასებს.

მათი თქმით, დიდ დაწესებულებაში რთულია იმის კონტროლი, უკეთია თუ არა ყველა მომხმარებელს ნიღაბი.  ამასთანავე, პირბადის ტარება დიდწილად მოქალაქის თვითშეგნებაზეა დამოკიდებული და ამის გამო ორგანიზაციები არ უნდა ჯარიმდებოდნენ.

სავაჭრო ქსელ "ქარვასლაში" არსებული ოპტიკური მაღაზია "ოპტიმისტის" წარმომადგენელი ამბობს, რომ იმ მოქალაქეების გამო, რომლებიც კანონის აღსრულებას პასუ
ისმგებლობით არ მიუდგებიან, კომპანია არ უნდა დაზარალდეს.

"ვთვლი, რომ ორგანიზაციაზე  500 ლარი ბევრია, მაგრამ ფიზიკურ პირზე, როცა თვითონ წყვეტს ეკეთოს თუ არა პირბადე, სავსებით მისაღებია. როცა გავაფრთხილებ მომხმარებელს და მაინც არ გაიკეთებს, მე რატომ უნდა დავჯარიმდე?   მითუმეტეს, როცა ყველანაირად მოწესრიგებული ვართ, სადეზინფექციო ხსნარიც გვაქვს,  ხელთათმანი, გამაფრთხილებელი წარწერებიც გავაკარით. ზოგიერთი  უპასუხისმგებლო მოქალაქის გამო, კომპანია არ უნდა ზარალდებოდეს", - ამბობს ნანუკა წითელაშვილი.

უარყოფითად აფასებს ინიციატივას ფეხსაცმელების მაღაზია X-ბრენდის მენეჯერი რუსუდან კალანდაძე. მისი თქმით, ჯარიმა არამხოლოდ იურიდიულ, არამედ, ფიზიკურ პირზეც არ უნდა იყოს.

"ჯარიმა არ უნდა იყოს. ვიღაცას ასთმული დაავადება აქვს, ვიღაცას სხა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს. ეს პირბადეები ისედაც ორ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს ადამიანმა, მაგრამ ვინ აკეთებს ამას? ასე, რომ ჯარიმის შემოღება ნამდვილად უაზრო იქნება".

განსხვავებულად ფიქრობენ ქუთაისიპოსტის მიერ გამოკითხული მოქალაქეები. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჯარიმა საჭიროა, რადგან პირბადის ტარების წესს  ყველა არ იცავს, რითიც საფრთხეს უქმნის სხვის ჯანმრთელობას.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პირბადის ტარების  წესის დარღვევისთვის დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირი. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირი, რომელიც მის ორგანიზაციაში მყოფი პირების მიერ პირბადის ტარების წესის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, 500 ლარით დაჯარიმდება.

"ჩვენი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია და რომლის განხილვაც დაიწყება მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით",– განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 808 ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 663, გარდაიცვალა 13.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.