საჩხერის სამედიცინო ცენტრში ბოლო პაციენტის
გასაწერად ემზადებიან.
მამაკაცს კორონავირუსზე პირველი ტესტი უკვე აუღეს და უარყოფითი პასუხი
მიიღეს. განმეორებით ტესტს პაციენტს დღის ბოლოს ჩაუტარებენ. ნეგატიური
პასუხის შემთხვევაში მას კლინიკიდან 4 ივნისს გაწერენ.
''სულ 8 პაციენტი გვყავდა. ეს იქნება ბოლო,
რომელსაც კლინიკიდან გავწერთ, თუ რა თქმა უნდა, მისმა ტესტმაც
უარყოფითი აჩვენა", -განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის
ხელძღვანელმა, მიხეილ ქამუშაძემ.
3 ივნისს ერთმა პაციენტმა დატოვა ქუთაისის
ინფექციური საავადმყოფო. იგი კორონავირუსზე 39 დღის განმავლობაში
მკურნალობდა. ჯამში, იმერეთში
Covid19-ზე ოთხი პაციენტი მკურნალობს.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ
შორის 640 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 13. კარანტინის რეჟიმში 2 424
პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -304.
მასალის გამოყენების პირობები