ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელში
არსებული სავაჭრო ცენტრი "გვირაბი 95" ორ დღეში, 4 ივნისს უნდა
გაიხსნას.
ამის შესახებ გადაწყვეტილება, დღეს, მოვაჭრეების
პროტესტის შემდეგ იქნა მიღებული, თუმცა, ადგილზე დასაქმებულები
ბოლომდე არ არიან დარწმუნებული, რომ შეთანხმება
შესრულდება.
"შევთანხმდით, რომ ზეგ უნდა გაიხსნას. ხვალ
უფროსი წავა, სადეზინფექციო ხსნარს იყიდის და მოაწესრიგებს ობიექტს.
თუკი, არ მოხდება ორ დღეში გვირაბის გახსნა, მერია შეგვპირდა,
რომ ის დაგვეხმარება", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე მალვინა ცხადაძე. ის
იმედოვნებს, რომ საქმეში ქუთაისის მერიის ჩარევა საჭირო არ
გახდება.
ქუთაისში სავაჭრო ობიექტის "გვირაბი
95"-ის მოვაჭრეებმა დღეს საპროტექტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, სავაჭრო ცენტრი
ორ თვეზე მეტია დაკეტილია და შემოსავლების გარეშე არიან
დარჩენილი. მოვაჭრეები, რომლებიც ამავე დროს სავაჭრო ცენტრის
მოიჯარეები არიან, ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მისი გახსნა მოითხოვეს.
თუმცა, როგორც ირკვევა, მფლობელმა ობიექტზე ჯანდაცვის სამინისტროს
მოთხოვნების შესრულება ამ დრომდე ვერ მოახერხა, რის გამოც მუშაობის
განახლების უფლება არ აქვს. "გვირაბი 95"-ის მეპატრონე, ბორის ბრეგაძე
ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მოიჯარეებს მარტის თვის ქირა
გადახდილი არ აქვთ, მას კი სამინისტროს რეგულაციების შესასრულებლად
თანხა სჭირდება. განსხვავებული პოზიცია აქვთ თავად მოვაჭრეებს. ისინი
აცხადებენ, რომ მარტის თვის ქირა სრულად დაფარეს.
"გვირაბი 95"-ში 75 მოიჯარეა დასაქმებული. ისინი
იჯარის თანხას დაკავებული ფართის მიხედვით, თვეში 200-დან 400 ლარამდე
იხდიან.
პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრი
20 მარტიდან დაკეტილია.
მასალის გამოყენების პირობები