ორთვიანი წყვეტის შემდეგ, საქალაქო
ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა,
პირველივე დღეს
გაფუჭდა #28
მიკროავტობუსი.
მიკროავტობუსი მგზავრების
გადაყვანის დროს გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც მგზავრებს
დიდხანს მოუწიათ ლოდინი სხვა მიკროავტობუსისთვის.
"მესმის რომ ტექნიქაა და არ ვიცით როდის
გაფუჭდება, მაგრამ ამდენი ხანია არ უმუშავიათ და ხომ უნდა
შეემოწმებინათ რამდენად გამართული იყო მარშუტკა", - ამბობენ
მგზავრები.
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიის შპს
"ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში"
განმარტავდნენ, რომ ქალაქში მუშაობის გასაახლებად ტრანპპორტი
მზადყოფნაში იყო.
კორონავირუსის გამო, ქუთაისში, ისვე, როგორც საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 28
მარტიდან აიკრძალა. მოქალაქეები ქალაქებსა და რაიონებს შორის
გადაადგილებას 8 ივნისიდან შეძლებენ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 576. 12 პაციენტი
გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის
რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში ვირუსის აფეთქება
2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მასალის გამოყენების პირობები