18 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
5 თვის ორსულის ნაყოფს ზურგის ტვინის თიაქარი დაუდგინდა, რის გამოც
მისი თბილისში გადაყვანა აუცილებელია.
მშობლები სოციალურად დაუცველები არიან. პანდემიის გამო მათ მცირედი
შემოსავალიც დაკარგეს და ხარჯების ასანაზღაურებლად არავითარი
მატერიალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
"ვეცდები მოკლედ აღვწერო 5 თვის ორსული გოგოს მდგომარეობა და
ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შევძლებთ მყისიერ
დახმარებას. ნაყოფს დაუდგინდა ზურგის ტვინის თიაქარი (სპინა ბიფიდა)
და ტვინის განვითარების ანომალია. ქუთაისში საჭირო გამოკვლევების,
ექოსკოპიის და კონსულტაციების ფინანსების მობილიზება შევძელით. თუმცა,
ყველა კლინიკა ორსულს ამისამართებს თბილისში, სადაც კომისია მიიღებს
ნაყოფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას (შესაძლოა ნაადრევი
მშობიარობის გზით მოხდეს ორსულობის შეწყვეტა). თბილისში დასარჩენიც კი
არ აქვთ. წყვილი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველებს და პანდემიის
პირობებში დაკარგეს მინიმალური შემოსავალიც, ჩვენი თანადგომა და
სოციალური პასუხისმგებლობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს
გულგრილობის ფონზე"-
წერს წყვილის მეგობარი სოციალურ ქსელში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგი
ანგარიშის ნომერზე: საბანკო რეკვიზიტი- GE67BG0000000161440390,
საქართველოს ბანკი.
მასალის გამოყენების პირობები