იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული
გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის
ჩაბარების სერვისით.
18 მაისიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მართვის
უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს
მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით მოვიდნენ.
ამასთანავე, აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის
სერვისი.
ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:
- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე
ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;
- ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული
პროცედურები.
რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების,
სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ
ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.
შსს-ს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო
მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები