შინაგან საქმეთა სამინისტროს
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.გ., პოლიციელზე
თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე
წლის 15 მაისს ბ.გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს - 1987
წელს დაბადებულ ხ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე
ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი
სამედიცინო დახმარება გაეწია. ხ.ც.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
იმავე დღეს საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის
პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.
გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე
პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და
განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები