ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსმა,
ზვიად ჯავახიამ თანამდებობა დატოვა.
იგი ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში
მენეჯერის პოზიციაზე უკვე დაინიშნა. თავად ჯავახია
პოსტიდან წასვლის შესახებ შეკითხვას არ პასუხობს, თუმცა, ინფორმაციას
ადასტურებენ ქუთაისის მერიაში. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ
აუდიტის სამსახურის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების
საფუძველზე დატოვა. წასვლის მიზეზად კი შიდა საკადრო ცვლილებები
სახელდება.
ზვიად ჯავახია უკვე მეორე თანამდებობის პირია,
რომელმაც სამსახურის უფროსის პოზიციაზე უარი თქვა. 13 მაისს პოსტი დატოვა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა
ლევან კინწურაშვილმა.
ზვიად ჯავახია აუდიტის სამსახურის უფროსად 2019
წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის ზედამხედველობის სამსახურს
ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები