ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსმა, ლევან კინწურაშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც მერიის პრესსამსახურში ამბობენ,
კინწურაშვილის წასვლა მერიაში შიდა საკადრო გადაადგილებებს
უკავშირდება, თუმცა, ცვლილებების მიზეზს თვითმმართველობაში არ
განმარტავენ. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ კინწურაშვილმა პოსტი
პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მის ადგილს კი მოადგილე,
გენადი კუჭუხიძე დაიკავებს. თავად სამსახურის ყოფილი უფროსი
სატელეფონო ზარს არ პასუხობს.
ლევან კინწურაშვილი ადმინისტრაციული სამსახურის
უფროსის თანამდებობაზე 2018 წლის იანვარში დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები