საქართველოში ექიმის
როლი, კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ კიდევ უფრო დაფასდა.ექიმებს
მოქალაქეებმა ‘’მადლიერების ტაშიც’’ მიუძღვნეს. ტაში, სხვადასხვა
ქალაქში ერთ დრო გაისმა, ექიმების საპატივცემულოდ.
იმ ფონზე, როდესაც
სხვადასხვა კლინიკის ექიმები ‘’მადლიერების ტაშს’’ იღებდნენ,
ხარაგაულის საავადმყოფოს მედ-პერსონალი სახელფასო დავალიანებით
მუშაობდა.
ხარაგაულის საავადმყოფოს
მედ-პერსონალი 6 თვე სახელფასო დავალიანებით
მუშაობს.
მარიამი ( სახელი
შეცვლიალია) ხარაგაულის საავადმყოფოში ექიმია. მასაც სხვების
მსგავსად, სახელფასო დავალიანებით უწევს მუშაობა .
ამბობს, რომ ხელფას
ზოგჯერ საერთოდ არ იღებს.
‘’ ხელფასი ისედაც
მიზერული გვქონდა. ზოგჯერ 28 რიცხვში ჩასარიცხი თანხა, მომდევნო თვის
6 რიცხვში გვერიცხებოდა, იმ თვის ხელფასი კი იკარგებოდა’’- ამბობს
ექიმი ქუთაისიპოსტთან საუბარში.
ექიმის თქმით,
რეგიონალური ჯანდაცვის დირექტორმა თანამშრომლებს განუმარტა, რომ
სოციალური სააგენტო, მათ ფულს არ უხდის, საავადმყოფოსაც არ აქვს
შემოსავალი, რომ მედ-პერსონალს კუთნილი ხელფასი
ჩაურიცხოს.
მარიამის განმარტებით,
კლინიკაში სახელფასო დავალიანების გარეშე, მხოლოდ მოწვეული ექიმები
მუშაობენ.
კლინიკის თანამშრომლებს,
ნოემბრის თვის ხელფასი, გუშინ, რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის
ხელმძღვანეთან შეხვედრის შემდეგ ჩაერიცხათ.
ნუგზარ ბოლქვაძის
თქმით, საავადმყოფოდან
რეგიონული
ჯანდაცვის
ცენტრში
გამოგზავნილი
დოკუმენტაციის
შესწავლას
90
დღე
სჭირდება.
‘’
ხელფასებს
თვე-თვეზე ვერ გავცემთ. თუმცა, თანამშრომლები
ანაზღაურებას
თვეში
ერთხელ
იღებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი თვისას; მთავარია, თვე არ ჩავარდეს და ხელფასი ყოველთვიურად
გაიცეს“-, განმარტავს
ნუგზარ ბოლქვაძე.
ხარაგაულის მედ-პერსონალისა და ბოლქვაძის
შეხვედრაზე, ისიც გაირკვა, რომ ნოემრის თვის ხელფასი მხოლოდ
თანამშრომლების ნაწილს ჩაერიცა, ნაწილი კი ისევ ელოდება ნოემბრის თვის
ხელფასს, მაისში.
მასალის გამოყენების პირობები