მას შემდეგ, რაც ქუთაისიპოსტმა ვერიკო
ანჯაფარიძის სკვერში არსებულ ანტისანიტარიაზე მასალა მოამზადა, სკვერის ადმინისტრაციამ
ტერიტორია დაასუფთავა.
დასასვენებელ პარკში, რომელიც ქალაქში ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური
თავშეყრის ადგილია, სანაგვე ურნები დღეების განმავლობაში არ იცლებოდა
და ნარჩენები ძირს ეყარა.
სკვერის ადმინისტრაცია კი, თავი იმით იმართლებდა, რომ კომპანიაში
ფინანსური კრიზისი აქვთ, რის გამოც თანამშრომლები, რომლებსაც სკვერის
მოვლა ევალებოდათ, დაითხოვა.
ვერიკო ანჯაფარიძის სკვერს, გორის პარკთან ერთად, კერძო მეპატრონე
განკარგავს. შპს "ბ.გაბაშვილის სახელობის კულტურისა და
დასვენების პარკს" ტერიტორია 49 წლიანი მართვის უფლებით აქვს აღებული.
სკვერი, რომელსაც "სიყვარულის ბაღსაც" უწოდებენ, ქალაქში ერთ–ერთი
ყველაზე მასშტაბური თავშეყრის ადგილია.
მასალის გამოყენების პირობები