ახალი ამბები
ნაგავი დასასვენებელ პარკში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ტემპერატურის მატებასთან და საგანგებო მდგომარეობის ზომების შემსუბუქებასთან ერთად, ქუჩებში ხალხის რაოდენობამ იმატა.
განსაკუთრებული ხალხმრავლობაა სკვერებსა და პარკებში, თუმცა, დასასვენებლად და გასართობად გამოსულებს, განტვირთვის ადგილებში ანტისანიტარია ხვდებათ. დღეების განმავლობაში არ იცლება სანაგვე ურნები ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, რომელიც ახალგაზრდებისთვის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი და მასშტაბური თავშეყრის ადგილია. სკვერში არსებულ ურნებში ნარჩენები არ ეტევა და ნაგავი ძირს ყრია. 





ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი კერძო საკუთრებაშია. მეპატრონეს ტერიტორია 49 წლიანი მართვის უფლებით აქვს აღებული. პარკის დირექტორი კახა კუხიანიძე ამბობს, რომ კომპანიაში ფინანსური კრიზისი აქვს, რის გამოც თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა. კახა კუხიანიძემ მხოლოდ ჩვენთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ სკვერს ხვალ დაასუფთავებენ.
"დეკემბრის შემდეგ გაჩერებული ვართ, ხუთი თვეა კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, ყველა თანამშრომელი დავითხოვე. ხანდახან მე თვითონ ვასუფთავებ. ხვალ ვთხოვ თანამშრომლებს და იქნებ დაასუფთაონ, რაღაც უნდა ვქნა",–ამბობს კახა კუხიანიძე.

ქალაქის ცენტრში, ერთ–ერთ ყველაზე ხალხმრავალ სკვერში არსებულ ანტისანიტარიაზე ქუთაისის მერიაში პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. მერიაში გვითხრეს, რომ სკვერი კერძო საკუთრებას წარმოადგნეს და მისი დასუფთავების ვალდებულება მეპატრონეს აქვს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.