პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ქართული პროდუქტები შეიძინონ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი.
გარდა ამისა, გახარიას თქმით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არცერთი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.
„აგროსასურსათო უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად არცერთი აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით. სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ამ პროგრამის მიზანი. შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ეს არის დარგის ინდუსტრიალიზაცია. ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა, პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია ვებრძვით და გარკვეული წარმატებები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი, ქვეყანაში სხვაობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს შორის, რომელიც იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 300-350 დოლარამდეა ჩამოყვანილი. ეს არის ის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ვუთხრათ და მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომელიც სულ უფრო ხარისხიანი ხდება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდეგ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ," - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები