აბიტურიენტებს , რომლებსაც
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შესაძლოა,
გამოცდა სპეციალურად მოწყობილ კაბინებში ჩააბარონ, – ამის შესახებ
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, მაგიდებს შორის დაშორება 1,5-2 მეტრი იქნება და
აბიტურიენტები თერმოსკრინინგს გაივლიან.
''განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად
ვმუშაობთ. ვამზადებთ იმ მოთხოვნებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნული
გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. დისტანცია უნდა იყოს საიმედო
იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს", - განაცხადა
თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა, ვენტილაციის საკითხია, რადგან
საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის გამოყენება ვენტილაციის
გარეშე რეკომენდებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები