ახალი ამბები
Wizz Air-ი ავიაბილეთების გაძვირებას არ აპირებს
FaceBook
ქუთაისიდან ფრენების აღდგენის შემდეგ, Wizz Air-ი ავიაბილეთების გაძვირებას არ გეგმავს.

როგორც Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განმარტა, განიხილავენ იმ მიმართულებებს, რომელთა აღდგენა ქუთაისიდან შეუძლიათ. მისი თქმით, ავიაბილეთის ფასი არ შეიცვლება, რადგან Wizz Air-ი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.

"ველოდებით, რომ ფრენები ქუთაისიდან ეტაპობრივად აღდგება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდება. თავდაპირველად მოთხოვნა იქნება გარკვეულ მიმართულებებზე, რათა მოხდეს ოჯახების წევრების მიმოსვლა, ან საქართველოდან მოქალაქეთა მგზავრობა ევროპულ ქვეყნებში, სამედიცინო, ან სამუშაოსთან დაკავშირებული მოგზაურობისთვის. ჩვენ ერთ-ერთმა ბოლომ შევაჩერეთ ფრენები და ვიქნებით ერთ-ერთი პირველი, თუ პირველი არა, რომელიც მათ აღადგენს.

ქუთაისიდან უკვე გვაქვს ფრენების საკმაოდ ფართო ქსელი. როგორც ყოველთვის, ჩვენ ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზეც, არა მხოლოდ ქუთაისიდან, არამედ ზოგადად, ჩვენ ქსელში", აცხადებს ანდრაშ რადო.

მისივე თქმით, რომ Wizz Air-ს 1.5 მილიარდი ნაღდი ფული აქვს, რაც საკმარისია მრავალი თვის განმავლობაში ავიაკომპანიის ფუნქციონირებისთვის.

"ბევრ ავიაკომპანიას აქვს საკმარისი ნაღდი ფულის მოცულობა მხოლოდ 2-3 თვისთვის. შესაბამისად, მათ მოუწევთ ფასების აწევა. ბევრი ავიაკომპანია მიიღებს ფინანსურ დახმარებას მთავრობებისგან, რაც რეალურად სესხებია, მათ მოუწევთ ამ თანხის დაბრუნება. გადასახადის გადამხდელთა თანხა წავა არაეფექტიანი ბიზნეს-მოდელების დასაფინანსებლად. ამ თანხების დასაბრუნებლად ამ ავიაკომპანიებს მოუწევთ ფასების აწევა, რათა მეტი მოგება ნახონ. Wizz Air-ს სესხი არ აუღია არცერთი მთავრობისგან და ფასების ძველ დონეზე შენარჩუნება შეგვიძლია".

Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა არ დაუკარგავს და ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოს ბევრი თავიდან აღმოაჩენს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის 18 მარტიდან ჩაიკეტა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ფრენები
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.