ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე სასურსათო
მაღაზიას უცნობი პირი თავს დაესხა.
შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებადე ცოტა
ხნით ადრე მოხდა. მძარცველი მაღაზიაში ცივი იარაღით შეიჭრა და
სალაროდან თანხის გატაცება სცადა, თუმცა, მოლარემ ამის საშუალება არ
მისცა.
თავსამსხმელსა და მაღაზიის თანამშრომელს შორის ფიზიკური
დაპირისპირების დროს მოლარემ ყელის არეში მსუბუქი ჭრილობა მიიღო. მის
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საბოლოოდ, მძარცველმა მაღაზიიდან თანხის წაღება
ვერ შეძლო და გაიქცა. მომხდარზე საუბარი არ სურთ მაღაზიის
თანამშრომლებს.
როგორც ქუთაისიპოსტს შინაგან საქმეთა
სამინისტროში უთხრეს, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მომხდარზე
გამოძიება სსკ–ს 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას
გულისხმობს.
Kokorich Mikhail momentus
მასალის გამოყენების პირობები