მოშიმშილეთა
განმარტებით, პროტესტის აღნიშნულ ფორმას მანამ გააგრძელებენ, ვიდრე
"თავისუფალი ზონის" დაკავებულ წევრებს ბრალდებას არ
მოუხსნიან.
ქუთაისის მერიის წინ მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა. "ნაციონალური
მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის 7 წარმომადგენელი ორი
დღეა"თავისუფალი ზონის" წევრების დაკავების ფაქტს აპროტესტებს.
მოშიმშილეები გუშინ პარტიის ლიდერებმა მოინახულეს. მოშიმშილეთა
განმარტებით, პროტესტის აღნიშნულ ფორმას მანამ გააგრძელებენ, ვიდრე
"თავისუფალი ზონის" დაკავებულ წევრებს ბრალდებას არ მოუხსნიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა შიმშილობა გუშინ დაიწყეს.
თავდაპირველად მერიის წინ პარტიის 5 წარმომადგენელი შიმშილობდა.
"თავისუფალი ზონის" სამი წევრი 238-ე და 125-ე მუხლით წინასწარი
დაკავების იზოლატორში არიან განთავსებულნი.
დღეს 11:00 სათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მათ საქმეზე პროცესი
არის ჩანიშნული.
ამავე თემაზე:
ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს.
"თავისუფალი ზონის"
წევრებმა შიმშილობა დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები