ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე
ბავშვს დაეჯახა.
შემთხვევა ნიკიას ქუჩაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ
მოხდა. დაზარალებული ბავშვი ამავე ქუჩაზე მცხოვრებია.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და
გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში ინტერვენციულ საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
"ფაქტობრივად არცერთი კიდური საღი არ აქვს. საცოდაობა დატრიალდა.
ბავშვი რთული სათქმელია, მაგრამ მთლიანად დეფორმირებულია. უმძიმეს
მდგომარეობაში ის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს,"- ამბობს
თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, თუმცა
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მუხლი, შესაძლოა,
დამძიმდეს. მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.
მასალის გამოყენების პირობები