ქუთაის-გაენათის ეპარქიის
წინამძღოლმა მეუფე იოანემ ქუთაისელებს ქალაქის დღესასწაული
მიულოცა.
წელს ქუთაისში გვირილობას
განსხვავებულად აღნიშნავენ. პანდემიის გამო, ქალაქში მასშტაბური
ღონისძიებები არ გაიმართება, თუმცა, ტრადიცია არ დაირღვა ბაგრატის
ტაძარში, სადაც ეპარქიის წინამძღოლმა ქალაქი დალოცა და პარაკლისი
გადაიხადა.
"ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ
სიხარულს ვერ დაკეტავ. ვულოცავ ყველა ქუთაისელს დღევანდელ დღეს.
ნელ-ნელა მეც ვხდები ქუთაისელი"-განაცხადა მეუფე იოანემ.
ტაძარში საზეიმოდ დარეკეს ზარებიც.
მიტროპოლიტმა გუშინ მრევლს მოუწოდა სახლში დარჩენილიყვნენ, რის გამოც,
ტაძარში მრევლის სიმცირე იყო.
რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, ქუთაის-გაენათის ეპარქიას
გასული წლის ივნისიდან, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ
ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები