დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, იმერეთის
რეგიონში, კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია
მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 აპრილის
დღის მეორე ნახევრიდან, 2 მაისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია
წვიმა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის
ტემპერატურა დაიკლებს 3 გრადუსით.
თვის ბოლოს, იმერეთის რეგიონში
გამოიდარებს, ტემპერატურა მოიმატებს და 26-27 გრადუსს მიაღწევს,
თუმცა, მოსალოდნელია ქარი აღმოსავლეთის მიმართულებით.
სინოპტიკოსების ცნობით, პირველ მაისს იმერეთში
უნალექო ამინდი იქნება, 2-3 მაისს კი გაწვიმდება.
მასალის გამოყენების პირობები