პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით ბაღდათის
მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში ერთი პირი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების იმერეთის,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ა.ს.
დააკავეს.
"შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო
დახმარება გაეწია და ის ამჟამად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას
აგრძელებს", - განმარტავენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის
მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები